среда, 14 июня 2017 г.

სასწავლო რესურსი

არსებითი სახელის შეჯამება, მე-5 კლასი

ტესტი შეგიძლიათ გააკეთოთ აქ

ტესტის გაკეთების ინსტრუქცია იხილეთ ამ ვიდეოში. 



четверг, 21 июня 2012 г.

ჩემი ქალაქი

1.პროექტის სახელი: "ჩემი ქალაქი".

2.პროექტის მოკლე აღწერა:  ქუთაისის ისტორიის შესწავლა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გავლენ ქალაქის ძველ უბნებში, მოიძიებენ  მასალებს და შეისწავლიან უბნის სახელწოდებებს, მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტოებს, თუ ვინ წარმოადგენდა ძველი ქუთაისის სახეს, შეისწავლიან აკაკისა და გალაკტიონის შემოქმედებას, მოაწყობენ შემოქმედებით საღამოს. ჩაატარებენ კვლევას, თუ რა როლი ითამასა ქუთაისმა ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში.

4.მოსწავლეთა ასაკი: 11–12 წელი.

5.ვადები: 2012 წლის ოქტომბერი–2013 წლის ივნისი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები: დისკუსიები, ჩანახატების გაკეთება, მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ფოტოალბომის, სლაიდების შექმნა, გამოფენისა და შემოქმედებითი საღამოს მოწყობა.
 
7.მოსალოდნელი შედეგები: ქუთაისზე ჩანახატების, ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია აკაკის, გალაკტიონის შემოქმედებაზე.

8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტზე მომუშავე მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, ისწავლიან ერთმანეთის ურთიერთპატივისცემას, ურთიერთთანამშრობლობას, გაეცნობიან ქუთაისის წარსულს,მის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

 ამ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვა საგნებში:

 ლიტერატურა:  სხვადასხვა საშუალებით( ინტერნეტი, წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, თვითგამოხატვის, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.

ისტორია: ქუთაისის ისტორიის გაცნობით მოსწავლეები ეცნობიან ქალაქისა და ქვეყნის წარსულს.

ხელოვნება: ქართული არქიტექტურის ნიმუშების შესწავლა ქუთაისის ისტორიული ძეგლების მაგალითზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინფორმაციის მოპოვება, დამეშავება, ნანუშევრების დემონსტრირება.

პროექტის ხელმძღვანელი: მალვინა ჯინჭარაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: malvinajincharadze@gmail.com






вторник, 19 июня 2012 г.

ჩემ შესახებ

მე ვარ მალვინა ჯინჭარაძე,  ვასწავლი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41–ე  ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას.