სასწავლო პროექტი " სიბრძნე არაკად თქმული"





პროექტის ვიდეორესურსების სანახავად დააწკაპეთ ამ ონლაინ კედელს!

 მე-10 გ კლასის (დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ჯინჭარაძე), მე-5 ვ კლასის (დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჩხეტია) და მე-5 ზ კლასის (დამრიგებელი ნანა ჩაკვეტაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ჯინჭარაძე), მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მალვინა ჯინჭარაძისა და ნინო ჩხეტიას, ისტორიის მასწავლებელ ნანა ჩაკვეტაძის, ინგლისურის მასწავლებელ ეკა მარგველაშვილის, გერმანულის მასწავლებელ მზია ჩეგიანისა და რუსულის მასწავლებელ ლელა მეფარიშვილის ორგანიზებით დამსწრე საზოგადოებას ინტეგრირებული სასწავლო პროექტი: „სიბრძნე არაკად თქმული“ წარუდგინეს, რომელიც მოიცავდა სულხან-საბა ორბელიანის, ეზოპესა და ივანე კრილოვის შემოქმედების მიმოხილვასა (პროექტის ამ ნაწილზე მუშაობდა გვანცა მარგველაშვილი) და მათი იგავ-არაკების (სულხან-საბას „უკან მიდევნებული ლამპარი“, „სოფლის მაშენებლები“, „ორმოში ჩავარდნილი მეფე“, „ენით დაკოდილი“; ინგლისურ ენაზე შესრულებული ეზოპეს: „ქვის წვნიანი“, „ქარი და მზე“; გერმანულ ენაზე - ეზოპეს „ტოროლა“, რუსულად- კრილოვის „ ჭრიჭინა და ჭიანჭველა“) მიხედვით დადგმულ მინისპექტაკლებს. პროექტის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ მინისპექტაკლების სცენარები მე-10 კლასის მოსწავლეებმა (ნინო რამიშვილი, ნია ნიქაბაძე, გვანცა გორგოძე, ცოტნე ბაბუნაშვილი, მარიამ ხურცილავა, ნინო კიკვაძე, ბელა ჯინჭარაძე, გვანცა გაბუნია, ნანო ტურაბელიძემ, ქეთევან ანდრიაძე, ხატია მუკბანიანი, ნინო გვენცაძე, ინა კალანდაძე, კონტანტინე კობერიძე, მარიამ ლომთაძე, მარიამ ხუბაშვილი) დაწერეს და შემდეგ ხორცი შეასხეს. მათ შესანიშნავად მოირგეს სცენარისტებისა და რეჟისორების როლები და წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას. არა ნაკლებ წარმატებულად გაართვეს თავი დასახულ მიზანს პროექტის ყველაზე პატარა მონაწილეებმა, მათაც მშვენივრად შეძლეს სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება. აუდიტორიამ მხურვალე ტაშით დააჯილდოვა მინისპექტაკლების მონაწილე მოსწავლეები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლაში საგანგებოდ მოვიწვიეთ საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეები: ნიკა სამხარაძე და მარიამ ოსაძე თავიანთ სპეცმასწავლებელ ხათუნა ჯაფარიძესა და კოორდინატორ ხათუნა გოგიძესთან ერთად. ბავშვებმა გამოფინეს სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით შესრულებული ნახატები და ხელნაკეთი წიგნები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული აქტივობა მომავალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.  
P.S აფიშა გააფორმა მე-5 ვ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქურასბედიანმა
          

აფიშა

 პრეზენტატორები: გვანცა მარგველაშვილი, მარიამ ლომთაძე, ნია ნიქაბაძე






 SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელთა ნამუშევრები:


"ენით დაკოდილი"

სულხან-საბა ორბელიანის იგავის მიხედვით














"Lerche"
"ტოროლა"
ეზოპეს იგავი  გერმანულ ენაზე








"ორმოში ჩაგდებული მეფე"

სულხან-საბა ორბელიანის იგავის მიხედვით












"სოფლის მაშენებლები"

სულხან-საბა ორბელიანის იგავის მიხედვით










"Stone Soup""ქვის წვნიანი"ეზოპე ინგლისურ ენაზე






"Wind and the sun"

"ქარი და მზე"

ეზოპე ინგლისურ ენაზე

















"უკან მიდევნებული ლამპარი"სულხან-საბა ორბელიანის იგავის მიხედვით













"რწყილი და ჭიანჭველა"ივანე კრილოვის იგავის მიხედვით






























'

Комментариев нет:

Отправить комментарий